2 0 : 1 9
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მომსახურების ახალი მოდელი - მეტი ურთიერთობა

  საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა საბანკო მომსახურების ახალი მოდელის დანერგვის და ახალი სერვისცენტრის გახსნის შესახებ. საქართველოს ბანკი მომხმარებელთან მეტ ურთიერთობაზე დამყარებულ მომსახურების მოდელზე გადადის, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება.

ახალი მოდელის მიხედვით, საქართველოს ბანკში მისვლისას, მომხმარებელი მომსახურებას 360° გრადუსით იღებს და მას აღარ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომხმარებელს ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან - ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია.

საბანკო მომსახურების მოდელის ცვლილებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა, მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, შეცვალა გარემოც. დღეს, ი.ჭავჭავაძის N7-ში ახალი მოდელის პირველი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი მომხმარებელთან ურთიერთობას უფრო უშუალოს, მყუდროსა და კონფიდენციალურს ხდის. ნათელი, მსუბუქი ფერებითა და კომფორტული ავეჯით კი ბანკში ყოფნა სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. სერვისცენტრში სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი – მომხმარებლებთან ურთიერთობა შესაძლებელია როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. „co-working“ სივრცეში, სადაც მომხმარებელი და ბანკის თანამშრომელი შეძლებენ ერთობლივ მუშაობას პროექტზე.

ახალ სერვისცენტრში ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეეძლება. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს საშუალება განახორციელოს სასურველი ოპერაციები.

2017 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით 20-მდე ახალი სერვისცენტრი გაიხსნება, მომავალ წელს კი საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი სრულიად ახალი მოდელის იქნება.

„საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია ის ზრუნავს მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს ბანკმა დანერგა საერთაშორისო დონის მომსახურების მოდელი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლის საჭიროებებს მორგებული ახალი ტიპის სერვისცენტრები გაიხსნა. ახლა ბანკი მომსახურების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ნერგავს უახლეს მოდელს, რომელიც კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას გულისხმობს მომხმარებელთან. აღნიშნული სიახლის გასახორციელებლად, საქართველოს ბანკმა მოცულობითი ინვესტიცია განახორციელა. საქართველოს ბანკის მომსახურების ახალი მოდელი საბანკო სფეროზე არსებულ სტერეოტიპს არღვევს და გვაჩვენებს, რომ ბანკთან მეტი ურთიერთობით მომხმარებელს გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეუძლია, მეტიც მომხმარებელი იღებს ზუსტად იმ პროდუქტსა და სერვისს, რომელიც მას ჭირდება.“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:30

    წარწერა პირველი ლედის ქურთუკზე - მელანია ტრამპი ...

    მელანია ტრამპი მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.ამერიკის პირველი ლედი ტეხასის ბავშვთა თავშესაფარშს ესტუმრა, სადაც აშშ-ში მიგრანტი ბავშვები მოინახულა. დასავლური ტაბლოიდების ყურადღება...

  • 10:50

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღ...

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" პრეს-სამსახური ავრცელებს.საკასაციო ადმინის...

  • 14:49

    სასულიერო პირმა ნათლობის დროს ატირებულ ბავშვს სილ...

    საფრანგეთის ერთ-ერთ  ეკლესიაში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების მღელვარება გამოიწვია.ნათლობის დროს სასულიერო პირმა მცირეწლოვან ბავშვს სახეში სილა გააწნა, მხოლოდ იმის გამო რომ მოზარდი ხმამაღლა ტიროდა...

  • 11:15

    სტოლტენბერგმა რუსეთს აგრესიული ქმედებები შეახსენა...

    ომი საქართველოს წინააღმდეგ და მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში - ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი აგრესიული ქმედებების მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა."დოიჩე ველესთან" ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განა...

  • 17:18

    ასე დასრულდა "სელფი" 10 მეტრიან პითონთან...

    პითონმა ტყის მცველის დახრჩობა სცადა.  დიდი ძალისხმევის შემდეგ, მამაკაცმა თავის ყელზე შემოხვეული გველისგან თავი დაიხსნა.10 მეტრი სიგრძის პითონი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მასთან სელფის გადაღება...

  • 17:28

    ტრამპი ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ კიმი... - ამ ვი...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.შეხვედრის ერთ- ერთი ...

  • 17:09

    დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული ხელის ჩ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთან...