2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემები პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ წლების მანძილზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. საუბრისას, ყურადღება დაეთმო საინვესტიციო მიმართულებას და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი;. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ; საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები