0 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საეჭვო გარიგების თაობაზე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს მიმართეს

საქართველოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა კახა შენგელიამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს წერილით მიმართა. წერილში საუბარია კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ფონდ „5+11“-სა და კლუბ „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებულ კონტრაქტზე. ხელშეკრულების მიხედვით, ფედერაციამ უცხოურ კლუბს ქართველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების მომზადების სანაცვლოდ 2 500 000 ევრო უნდა გადაუხადოს. კახა შენგელია საეჭვო გარიგებასა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე საუბრობს და მინისტრს სთხოვს აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს:

   ბატონო ტარიელ,

   27.09.2014 წელს, ვიტორია – გესტეიზში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ასოციაციას (გბფ), ფონდი 5+11 და სასკი ბასკონია შ.ა.დ.- ს შორის გაფორმდა ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება შედგება მხარეთა განაცხადისაგან, რომლის ჳ პუნქტში მითითებულია, რომ `ფონდი 5+11~ არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სრული შესაძლებლობები რათა განახორციელოს ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადების საქმიანობა, ძირითადად კალათბურთის სფეროში. ხელშეკრულების ამავე ნაწილის ჳჳჳ პუნქტში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს კალათბურთის ასოციაციის ერთ-ერთი მიზანია კალათბურთის განვითარება საქართველოში. (ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო თანხები საერთოდ არ არის დაკავშირებული ქართული კალათბურთის განვითარებასთან) ხელშეკრულების  ნაწილში _ მოთამაშეების მომზადება _ კერძოდ მე-4 პუნქტში მითითებულია კონკრეტულ ვალდებულებებზე, რომელიც უნდა შესრულდეს ესპანეთის მხარის მიერ და ასევე ამავე პუნქტში აღნიშნულია ესპანეთის მიერ შესრულებული ვადლებულებების შემთხვევაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ასოციაციის მიერ მისაღებ ფინანსურ სარგებელზე. ხელშეკრულების ნაწილის _ ეკონომიკური წვლილი _ მეათე მუხლში მითითებულია იმ ფინანსური ვალდებულებების და ვადების შესახებ, რომელის შესრულება სავალდებულოა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ასოციაციისათვის.

   აღნიშნული ხელშეკრულება ადასტურებს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, რომლის უკან სავარაუდოდ დგას კონკრეტული პირების კერძო ინტერესები. კერძოდ:

1. კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის გიორგი ქართველიშვილის 22.05.2016 წლის, საგაზეთო ინტერვიუს საშუალებით ვგებულობთ, რომ მას ჯერ კიდევ 2008 წელში მეგობრებთან ერთად დაუფუძნებია ქართულ-ბასკური საზოგადოება და მჭიდრო კავშირი დაამყარა ბასკებთან. აღნიშნული კავშირებით ქართველიშვილი პირდაპირ აღიარებს, რომ გაიცნო `კუჩა ლაბორალის~ დამფუძნებელი ხოსე კერახეტა, რომლის კუთვნილებასაც წარმოადგენს საკალათბურთო კლუბი `ბასკონია~. მითითებული გარემოება არ იქნებოდა საეჭვო, რომ შემდგომში სწორედ ამ კლუბის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან არ გაფორმებულიყო ზემოთ მითითებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება საერთო ჯამში არის 2 500 000 (ორიმილიონ ხუთასი ათასი) ევრო. ხელშეკრულების საეჭვო პირობებს და სახელმწიფო თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ადასტურებს, ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულბის გაფორმებამდე, თუ კი საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მიიღებდა გადაწყვეტილებას თანხის დაბანდებაზე, არ მომხდარა სხვა კლუბებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და საერთოდ არ შესწავლილა საერთაშორისო ბაზარი მსგავსი მომსახურების შესახებ. ხელშეკრულება ფაქტიურად გაფორმდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, რაც საეჭვოა და არასწორი. უფრო მეტიც ამ ხელშეკრულების მოქმედების მიმდინარეობას, კურირებს თავად გიორგი ქართველიშვილი, რომელიც არის დაინტერესებული პირი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია საეჭვო ხელშეკრულების შესახებ არავითარი კითხვები. ხელშეკრულების გაფორმების შესახებ არ არსებობს ფედერაციის გამგეობის წევრთა გადაწყვეტილება, რაც ასევე ამავე ხელშეკრულების საეჭვო გარიგებებზე მიუთითებს.

2.   27.09.2014 წლის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას არსებული მონაცემებით ესპანეთში გადარიცხული აქვს, სახელმწიფო ფული 1 912 782,66 (ერთი მილიონ ცხაასთორმეტი ათას შვიდასოთხმოცდაორი და 66) ლარი. მითითებული თანხით უნდა ესარგებლა სამ ქართველ კალათბურთელს _ ლუკა ბულაშვილს, გიორგი ტურძელაძეს და ნიკა დარბაიძეს. არსებული ინფორმაციით დასახელებული სამი კალათბურთელიდან ლუკა ბულაშვილმა ესპანურ მხარეს გადაუხადა თავისი კუთვნილი თანხა 17 000 ევრო, ხოლო გიორგი ტურძელაძე და ნიკა დარბაიძე დაახლოებით მხოლოდ ორი თვე იმყოფებოდნენ ესპანეთში და მათ მიმართ არავითარი შედეგი არ დამდგარა. რაც შეეხება ცხრა უცხოელი კალათბურთელების დაფინანსებას ქართული სახელმწიფოს თანხით, ამის შესახებ გარდა სავარაუდოდ ამ კალათბურთელების სახელი და გვარებისა, ცნობილი არაფერი არ არის და არც განხორციელებული დაპირებული ტრანსფერების შესახებ გვაქვს მონაცემები. 16.02.2016 წელს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს წარედგინა ოფიციალური წერილი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ანგარიშს ესპანეთის მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში. აღნიშნულ წერილს თან ერთვის მონაცემთა ანალიზი და აღნიშნულ ანალიზში მითითებული ხარჯები არის საგანგაშო. კერძოდ ანალიზის მიხედვით გრანტის მქონე მოთამაშეთა დაბინავების ღირებულებაა _ 360 000 ევრო; გაუგებარი ტექნიკური მიმართულების საფასურია _ 50 000 ევრო; სკაუტინგის სტრუქტურა, მისი საფასურია 96 000 ევრო; სპორტული ინვენტარი 25 000 ევრო და დასახელებულია კატეგორია კლუბის სხვა ხარჯები, რომლის ღირებულება არის 45 000 ევროს ოდენობით. აღნიშნული თანხები არის საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი და მაშინ როდესაც ქართული კალათბურთი არის უმძიმეს მდგომარეობაში თანხები ირიცხება სხვა სახელმწიფოში სრულიად არამიზნობრივად, რადგან მითითებულ ხარჯებით დღემდე არავითარი შედეგი არ დამდგარა. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე ესპანურმა მხარემ, გრანტის მქონე ლუკა ბულაშვილის ოჯახს თავად გადაახდევინა კუთვნილი 17 000 ევრო, რომელსაც დამატებული აქვს ბულაშვილის ესპანეთში ცხოვრების ხარჯები და ჯამში გადახდილი კუთვნილი თანხის ოდენობა არის 25 000 ევრო. აქვე აღვნიშნავ, რომ კალათბურთის ფედერაცია ხელშეკრულებას უწოდებს ქართულ პროექტს და ე.წ. გრანტებით დაფინანსებული ყავს: დანიელ ბოროდინონი; კარლოს მარტინესი; ტუდას ხედერიკაკისი; რონალდს მალმანისი; ფილიპ პეტრუსევი; ჯურიჯ მაკურა; არტურ კურუჩი; დავიდ პეტრუსევი და დევონ ვან ოსტრუმი. აღსანიშნავია, რომ 18.02.2015 წელს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას გაგზავნილი აქვს #110 წერილი მინისტრ ლევან ყიფიანისათვის სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს სახელმწიფო თანხებით დაფინანსდება და მიმართული იქნება ციტატა _`მხოლოდ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალკვალიფიცირებული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად კალათბურთელებად ჩამოყალიბების მიზნებისათვის, რაც თავისთავად უახლოეს მომავალში გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული ნაკრებების შედეგებს საერთაშორისო ასპარეზებზე და ძირითადი ნაკრებიც უზრუნველყოფილი იქნება მაღალი დონის მოთამაშეებით.~ ფაქტიურად აღნიშნული წერილი, არის წინააღმდეგობრივი შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან, რადგან ამ ხელშეკრულებით, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე დაფინანსება მიიღო ცხრა უცხოელმა კალათბურთელმა.      

3.   ფედერაციის გენერალური მდივნის გიორგი ქართველიშვილის განცხადებით 27.09.2014 წლის ხელშეკრულება არის დაზღვეული, თუმცაღა დაზღვევის ხელშეკრულება არ გასაჯაროვებულა. უფრო მეტიც მე როგორც გამგეობის წევრმა ფედერაციის პრეზიდენტს მოვთხოვე წერილობით, გადმოეცა დაზღვევის ხელშეკრულების ასლი, რომელიც დღემდე არ გადმოუციათ. დაზღვევის ხელშეკრულების გასაიდუმლოება, თუ საერთოდ არსებობს ასეთი დაზღვევა, ადასტურებს ხელშეკრულების არარეალურობას და რეალურად გიორგი ქართველიშვილის განცხადება, რომ ესპანური მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ დაიკარგება საქართველოს სახელმწიფოს თანხები, არის სვარაუდოდ სიცრუე და არასწორი.

4. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 01 იანვრიდან უნდა მიეღო თავისი წილი, ფედერაციის გამგეობას დღემდე არ აქვს ინფორმაცია 27.09.2014 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, არათუ მიღებული წილის არამედ სხვა მონაცემების შესახებ, კერძოდ:

   ა. მონაცემები იმ ქართველი და უცხოელი კალათბურთელების, რომელთა მომზადება განხორციელდა დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში;

   ბ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული და განხორციელებული ტრანსფერების შესახებ;

   გ. ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ასოციაციის მიერ უკვე შესრულებული და შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებათა შესახებ;

   დ. ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ და ასევე ინფორმაცია ტექნიკური თანამშრომლობის სახეობათა დასახელების, ფინანსური ხარჯვითი ნაწილით.

5. საგულისხმოა და საეჭვოა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ მოწოდებულ ფინანსურ ანგარიშში მითითებული ე.წ. სხვა ხარჯები, რომლის ოდენობა განსაზღვრული არის ჯამში 2014-2015 წლებში 355 597 ლარი.

ბატონო ლერი,

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინამდებარე განცხადებით და გაწვდით მითითებულ ინფორმაციებს, რომელიც სავარაუდოდ არის საგანგაშო. გთხოვთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოთ რეაგირება და მიიღოთ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ქართული კალათბურთის ინტერესს და ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას.

პატივისცემით,

კახა შენგელია

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...