0 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ესპანეთს შეხვდება

ჩამოტვირთვა

ქართველ მორაგებთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩს დღეს თბილისში, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15.00 საათზე დაიწყება, თამაშს ირლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ესპანელები თბილისში ოთხი დღით ადრე ჩამოვიდნენ. დღემდე ერთა თასზე სამი თამაშიდან მათ ორი წააგეს და ერთში ფრე ითამაშეს. საქართველოს ნაკრებს კი - სამი თამაშიდან სამივე მოგებული აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის რაგბიდან გაცილების ცერმონიაც გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები