1 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ნაკრები ეგვიპტეს 14 ნოემბერს დაუპირისპირდება

ჩამოტვირთვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში ეგვიპტეს დაუპირისპირდება. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, "ჯვაროსნები" ეგვიპტელებს პირველად ხვდებიან. ფიფას რეიტინგში, საქართველოს ნაკრები 65-ე ადგილზეა. აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი კი, მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-40 პოზიციას იკავებს. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აფრიკის ზონის G ჯგუფში ასპარეზობს. ეგვიპტელ ფეხბურთელებს ზედიზედ ორი მოგება აქვთ და თავიანთ ჯგუფს ლიდერობენ. "ფარაონებმა" მოზამბიკი 2:0 დაამარცხეს; გვინეას კი, 3:2 სძლიეს. ეგვიპტის ნაკრებს, 2011 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ბობ ბრედლი ავარჯიშებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები