1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მაშინ, როდესაც ჩემი საქმისგან სიამოვნებას ვეღარ მივიღებ, გავქრები“

ჩამოტვირთვა

"ყველაფერი უმნიშვნელოა. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ვიყოთ იქ, სადაც ახლა ვართ. სიცოცხლე ძალიან მოკლეა. ისეთი მოკლე, რომ თითქოს უკვე წასულები ვართ და წარსულში ვიხედებით." ყველაზე დიდი დანაკარგი მსოფლიო კინოს ისტორიაში – ასე შეაფასა ბევრმა, ამ სიტყვების ავტორის, ავსტრალიაში დაბადებული ჰიტ ლეჯერის სიკვდილი. ალბათ, მისი ყველაზე წარმატებული ორი ფილმი ენგ ლის კუზიანი მთა და კრისტოფერ ნოლანის შავი რაინდია. თუმცა უფრო მიმზიდველი ფსიქოპატი კლოუნის, ჯოკერის, როლია. ფილმი კომერციული ფილმების ხუთეულში შევიდა. ლეჯერის ტრაგედიამ ისეთი დიდი რეკლამა და საფუძველი დაუდო ფილმს, რომ ზოგ იმასაც ფიქრობდა, ნოლანმა ხომ არ შეუკვეთა მისი სიკვდილიო. ეს რათქმაუნდა ხუმრობით. რეალურად 2008 წლის 22 იანვარს ჰიტ ლეჯერი, ჰომოსექსუალი კოვბოი და ამავდროულად შავი რაინდი, მანჰეტენზე საკუთარ სახლში შიშველი, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. პოლიციამ სიკვდილი თვითმკვლელობად შეაფასა მისი. ის აკრაძალული ნივთიერებების გადაჭარბებული დოზით მირებამ შეიწირა. ოჯახისა და ექიმის ვერსიით, ჰიტი წამალზე დამოკიდებული არ ყოფილა. საინტერესოა, რომ არცერთი არალეგალური წამალი მის სახლში არ უპოვიათ. იპოვეს მხოლოდ უძილობისა და ნერვოზის საწინააღმდეგო აბები. ნეგატიურმა ტესტმაც გააქარწყლა ყველას აზრი იმის შესახებ, რომ ჰიტი წამალზე დამოკიდებული იყო. ერტერთი ვერსიით, ჰიტ ლეჯერის მკვლელობა შეკვეთილი იყო. ალბათ, ვერცერთი სტრუქტურა ვერ შეეგუებოდა ჰიტის მსგავს ქარიზმატულ და ნიჭიერ ადამიანებს. ლეჯერი მოკვდა მაშინ, როცა ჯოკერის როლის შესრულება დამთავრებული ჰქონდა და ფილმ The imaginarium of doctor parnasuss–ში უნდა ეთამაშა. ამ ფილმში ის მისტიკურ პიროვნებას ასახიერებს, რომელიც ჯოჯოხეთში მოგზაურობს ახალგაზრდა გოგოს გადასარჩენად. ჰიტი ზუსტად ამ ფილმის გადაღების დროს დაიღუპა. ამგვარი დამთხვევა ძალიან საეჭვოა, რადგან ფილმი სავსეა ოკულტური სიმბოლიზმით. ჯეკ ნიკოლსონმა ჰიტის გარდაცვალების შემდეგ თქვა- ‘მე ვაფრთხილებდიო’. აუდიტორიამ ეს სიტყვები სხვადასხვანაირად მიიღო. ბევრმა მიიჩნია, რომ ილუმინატების განზრახვის შესახებ აფრთხილებდა. ზოგმა კი უბრალოდ წამლებსა და ზედმეტ დოზას დააბრალა. თუმცა ყველაზე ცნობილი თეორიაა, რომ ჯეკმა ის ბნელი რაინდის როლის შესრულებაზე გააფრთხილა. ჯოკერი ერთგვარი კოსმიური სიმბოლოა, რომელსაც ბოროტება უფრო მაღალ განზომილებაში გადაყავს. ჯოკერის მთავარი მოტივაცია არის ქაოსის დამყარება. ქაოსის, სადაც ბოროტება განაგებს ყველაფერს. "მე ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ სიამოვნებას მანიჭებს, მაშინ, როდესაც მე ჩემი საქმისგან სიამოვნებას ვეღარ მივიღებ, გავქრები."-ამბობდა მსახიობი და მართლაც ასე მოხდა. ის სულ უცაბედად, დაუდგენელ და გაურკვეველ ვითარებაში გაქრა. ჰიტ ლეჯერი მეორე მსახიობია, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მიიღო ოსკარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები