0 0 : 0 4
 | 

მსოფლიო

დავით რუსიშვილს 21 წელი მიუსაჯეს - გახმაურებული საქმის დეტალები

ჩამოტვირთვა

საქალაქო სასამართლოში თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა, ზურა ტარყაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ვერდიქტი გამოიტანა და ბრალდებული, დავით რუსიშვილი, დამნაშავედ სცნო. სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტისა და სასჯელთან მიმართებაში მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. დავით რუსიშვილს, საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასაჯელის სახით, 21 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ზურაბ ტარყაშვილის დედა მიიჩნევს, რომ მკვლელი მსგავს განაჩენს იმსახურებდა. ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სისხლის სამართლის საქმის მესამე, არსებითი განხილვა, დღეს უკვე საბოლოოდ დასრულდა. რუსიშვილისადმი წაყენებულ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი, ცხრა ხმით სამის წინააღმდეგ, გამოიტანეს. საქმის არსებითი განხილვისას, ღია სასამართლო სხდომაზე, დაიკითხა 20 მოწმე, ასევე მხარეებმა გამოიკვლიეს საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და მკვლელობის ჩასადენად გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღები. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარი და მყარად არგუმენტირებული იყო. 23 წლის ზურაბ ტარყაშვილი გასული წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. დავით რუსიშვილი სამართალდამცველებმა მკვლელობიდან ორ დღეში დააკავეს, მეორე ბრალდებული, ივერი გოგბერაშვილი, კი იმავე წელს უკრაინაში აიყვანეს. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, 2010 წლის მარტში, ზურა ტარყაშვილს შელაპარაკება მოუვიდა სანდრო გოგბერაშვილთან. გოგბერაშვილმა, ტარყაშვილს იარაღი დაადო თავზე, მას ტარყაშვილის მეგობრებმა იარაღიანი ხელი დააწევინეს, რა დროსაც სანდრო გოგბერაშვილმა რამდენჯერმე გაისროლა. „ამ სროლის ხმაზე, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე „არკაში“ (სადაც სანდრო გოგბერაშვილი და ზურა ტარყაშვილი იმყოფებოდნენ) შევარდა სანდრო გოგბერაშვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. კაჭარავას მიერ გასროლილი ტყვიით დაიჭრნენ ზურა ტარყაშვილი, დავით და ლევან ჩიჩუები... თორნიკე კაჭარავას მიერ გასროლილი ტყვია შემთხვევით მოხვდა მისივე მეგობარ სანდრო გოგბერაშვილსაც, რომელიც გარდაიცვალა. ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ სანდრო გოგბერაშვილი მოკლა მისივე მეგობარმა, თორნიკე კაჭარავამ (მიმალვაში მყოფ თორნიკე კაჭარავას წაუყენეს სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობა, დაუსწრებლად გაასამართლეს და 24 წელი მიუსაჯეს). ის, რომ კაჭარავამ მოკლა სანდრო გოგბერაშვილი, ექსპერტიზამაც დაადასტურა. დადგინდა რომ: ტარყაშვილისა და ჩიჩუების სხეულიდან ამოღებული ტყვია იდენტური იყო გოგბერაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვიისა. ივერი გოგბერაშვილმა, დავით რუსიშვილთან, ირაკლი აგლაძესთან და სხვა პირებთან ერთად საფლავზე დაიფიცა, რომ მოკლავდა ყველას, რომელიც მისი შვილის მკვლელობის მომენტში, მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. ივერი გოგბერაშვილმა, დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, სხვებმა, იცოდნენ რომ ზურა ტარყაშვილს არ მოუკლავს სანდრო გოგბერაშვილი. იცოდნენ, რომ ზურა ტარყაშვილი უდანაშაულო იყო.. იცოდნენ, რომ სანდრო გოგბერაშვილი მოკლა თორნიკე კაჭარავამ, მაგრამ მათ მაინც გადაწყვიტეს ზურა ტარყაშვილის მკვლელობა, რადგან იმ მომენტში იქ იყო“, - განაცხადა ბრალმდებელმა შოთა ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:30

    წარწერა პირველი ლედის ქურთუკზე - მელანია ტრამპი ...

    მელანია ტრამპი მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.ამერიკის პირველი ლედი ტეხასის ბავშვთა თავშესაფარშს ესტუმრა, სადაც აშშ-ში მიგრანტი ბავშვები მოინახულა. დასავლური ტაბლოიდების ყურადღება...

  • 10:50

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღ...

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" პრეს-სამსახური ავრცელებს.საკასაციო ადმინის...

  • 14:49

    სასულიერო პირმა ნათლობის დროს ატირებულ ბავშვს სილ...

    საფრანგეთის ერთ-ერთ  ეკლესიაში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების მღელვარება გამოიწვია.ნათლობის დროს სასულიერო პირმა მცირეწლოვან ბავშვს სახეში სილა გააწნა, მხოლოდ იმის გამო რომ მოზარდი ხმამაღლა ტიროდა...

  • 11:15

    სტოლტენბერგმა რუსეთს აგრესიული ქმედებები შეახსენა...

    ომი საქართველოს წინააღმდეგ და მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში - ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი აგრესიული ქმედებების მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა."დოიჩე ველესთან" ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განა...

  • 17:18

    ასე დასრულდა "სელფი" 10 მეტრიან პითონთან...

    პითონმა ტყის მცველის დახრჩობა სცადა.  დიდი ძალისხმევის შემდეგ, მამაკაცმა თავის ყელზე შემოხვეული გველისგან თავი დაიხსნა.10 მეტრი სიგრძის პითონი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მასთან სელფის გადაღება...

  • 17:28

    ტრამპი ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ კიმი... - ამ ვი...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.შეხვედრის ერთ- ერთი ...

  • 17:09

    დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული ხელის ჩ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთან...

  • 10:50

    BBC "ბოტების" აქციაზე სტატიას აქვეყნებს...

    BBC საქართველოში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართულ აქციაზე „ბოტები კანცელარიისათვის“ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ მინისტრის ოფისის წინ გამართულმა “ბოტების” აქციამ სოციალურ ქსელში...

  • 23:31

    აზერბაიჯანელი დეპუტატი: პატარძლის მოტაცება ადამიან...

    აზერბაიჯანის მმართველი პარტიის [“ენი აზერბაიჯანი”] აღმასრულებელი მდივნის თავმჯდომარემ, მილი მეჯლისის საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიურ სტუქტურების საკითხებზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარემ ს...

  • 23:03

    საქორწილო ფიცი და ბეჭდების გაცვლა სამეფო ოჯახში - ...

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაქორწინდნენ. ჯვრისწერის ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა. წყვილს ჯვარი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაწერა. ცერემონიას 800-მდე სტუმარი ...

  • 22:36

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - ულამაზესი სამეფო ქორ...

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაქორწინდნენ. ჯვრისწერის ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა. წყვილს ჯვარი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაწერა. ცერემონიას 800-მდე სტუმარი ...

  • 17:38

    მელანია ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს ...

    აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში საოპერაციოდ ორშაბათს დილით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პირველი ლედის ო...

  • 16:10

    ღაზა-ისრაელის საზღვარზე საპროტესტო აქციებისას 26 პ...

    პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ღაზა-ისრაელის საზღვარზე დაწყებული საპროტესტო აქციებისას 26 პალესტინელი დაიღუპა, 900-ზე მეტი დაიჭრა.როგორც უცხოური მედია  იუწყე...

  • 14:00

    “ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რომელმაც გააფუჭა ქართ...

     ”ბაგრამიანის ბატალიონი” და მონაწილეობა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ სომხების საბედისწერო შეცდომა იყო”სომხეთის მომავალი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ ”ბაგრამიანის ბატალიო...

  • 13:53

    ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს...

    სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩიეს. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42 წინააღმდეგი წავიდა. "ვემსახურები სომხეთს"-გან...

  • 09:53

    დიდ ბრიტანეთში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული ...

    დიდ ბრიტანეთში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული ერთმა ხმამ განსაზღვრა. შემთხვევა ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუშიმოხდა, სადაც ბიულეტენების მრავალჯერ გადათვლის შემდეგ გამარჯვებულად კონსერვატორი მ...

  • 13:12

    ჯონ მაკკეინი : “ეს ჩემი ბოლო ვადაა. ამაში ჩემ თავს...

      რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მომავალ არჩევნებში სენატორად კენჭს აღარ იყრის. “ეს ჩემი ბოლო ვადაა. ამაში ჩემ თავს ამ ზაფხულამდე ვერ ვუტყდებოდი, მაგრამ დიაგნოზმა – “კიბოს მეოთ...

  • 23:38

    “ტრაგედია დაატყდა თავს ისრაელს"- წყლის დიდმა ნაკა...

    “რა ხდება იერუსალიმში ამ წუთებში” – ამ სახელწოდებით ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება.ქართულ სოციალურ ქსელში კი ლაშა ჟვანია შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: “ტრაგედია დაატყდა თავს ისრაელს, იუდეის უდაბ...

  • 14:09

    სომხეთში მასობრივი აქციები გრძელდება – ასეულობით მ...

    ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ხელმძღვანელობს.11 დღიანი აქციები სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდ...

  • 13:50

    სახელმწიფო სადილი, რომელის დიზაინიც მელანია ტრამპმ...

    "ისტორიული ღონისძიება"- ასე უწოდეს მელანია ტრამპის მიერ დაგეგმილ სახელმწიფო ვახშამს, სადაც მან საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და თავის მეუღლეს  ბრიჯიტ ტრონს უმასპინძლა.როგორც "USA Today"...