1 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაიცანით, ეს გიგი ვონდერია!

ჩამოტვირთვა

ახლა რომ პროფესიონალი მუსიკოსია ამას დეიდას უმადლის, რომლის ძალისხმევითაც ნიჭიერთა ათწლედი თერთმეტ წელიწადში დაასრულა. პირველად, როდესაც ფორტეპიანოს მიუჯდა მხოლოდ 6 წლის იყო, მოსწონდა თუმცა ეზარებოდა, 14 წლიდან სერიოზულ მეცადინეობას შეუდგა , მერე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა და ბაკალავრის კურსის დამთავრების შემდეგ ბოსტონში გაემგზავრა. ერთი წელი New England conservatory-ში სწავლობდა და შემდეგ ბერკლის საზაფხულო სკოლაში გადავიდა . 700 კაციან კონკურსში სამეულში მოხვდა და დიდ მუსიკალურ სამყაროშიც დიდი ნაბიჟები გადადგა. ეს გიგი ვონდერი, იგივე გიგი ჭიპაშვილია.სტივ ვანდერი ბავშვობიდან უყვარდა, ეს რა თქმა უნდა მისმა ამერიკელმა მეგობრებმაც იცოდნენ და სულ უანდერს ეძახდნენდა.. მერე ერთხელ მეგობარმა გოგონამ ფაისბუქის გვერდი გიგი უანდერისს სახელით შეუქმნა და მას მერე ყველა ასე მოიხსენიებს. ამერიკაში ვიზიტი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა. პროფესიულ ზრდასთან ერთად გიგის ოცნებაც აუხდა. სტივ უანდერის კონცერტზე მისულმა , ლეგენდარული მუსიკოსიც გაიცნო და მისთვის დაუკრა კიდეც. ბერკლის საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში მასტერკლასები არეტა ფრანკლინთან, ბილი ჯოელთან, ალიშა ქისთან, ჯორჯ ბენსონთან გაიარა...თუმცა მისთვის ვანდერი განსაკუთრებულია და ბდენიერია, რომ მისი მოსწავლე იყო. თავიდან კლასიკას უკრავდა, თუმცა ამერიკაში ყოფნამ მისი შეხედულებები მკვეთრად შეცვალა. და მან კლასიკიდან უფრო პოპში გადაინაცვლა. მისი მუსიკა კონკრეტულად არც ერთ ჟანრს არ ეკუთვნის , ის ქმნის კომპოზიციებს, რომელსაც ჟანრი არ აქვს. ცოტა ხნის წინ პირველი ალბომი ჩაწერა, ახლა მეორე ალბობზე მუშაობს. უამრავი გეგმა აქვს , რომლის განხორციელებასაც აპირებს. მუსიკას ყველასთვის წერს, მთავარია შემსრულებლით იყოს კმაყოფილი. ფიქრობს , რომ საქართველოში გემოვნებიანი მუსიკის დეფიციტია. თბილისში 2 წლის წინ დაბრუნდა. სულ 3 კვირით აპირებდა დარჩენას, თუმცა ვიზა არ მისცეს და გეგმების გადადება მოუხდა. საქართველოში დაბრუნებული გიგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას . სულ მცირე ხანში პროფესიონალი მუსიკოსის სახელიც დაიმკვიდრა. ისევ აპირებს წასვლას და პროფესიული ზრდის გაგრძელებას. ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. ჩვენც წარმატებებს ვუსურვებთ მას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები