1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზემფირა თბილისში ჩამოდის

ჩამოტვირთვა

ცნობილი მომღერალი ზემფირა, იგივე ზემფირა რამაზანოვა, 31 მარტს, თბილისში, "ტრიუმფში" კონცერტს გამართავს. მომღერალი ზემფირა ხშირად გამხდარა რუსული მედიისა თუ პაპარაცების მუდმივი დაკვირვების ობიექტი. მას შემდეგ, რაც მომღერალმა მედიის მხრიდან პირველი ცილისმწამებლური დარტყმა იწვნია, ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეზღუდა, რამაც მედიის მხრიდან კიდევ უფრო მძაფრი გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის არაერთი "ყვითელი“ გამოცემა მომღერლის სექსუალურ ორიენტაციაზე ალაპარაკდა. ამის საფუძველს ჟურნალისტები ზემფირას სიმღერების ტექსტებში ეძებდნენ, ხოლო უკანასკნელ წლებში ზემფირასა და მსახიობ, რეჟისორსა და სცენარისტ რენატა ლიტვინოვას შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე სპეკულირებენ. თვით მომღერალი კი არასდროს საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე. ამ დროისთვის ზემფირას კონცერტზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, მას საქართველოში ბევრი მაყურებელი ჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები