0 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მომღერალმა კრის ბრაუნმა თაყვანისმცემელ ქალს iphone წაართვა

ჩამოტვირთვა

მომღერალმა კრის ბრაუნმა თაყვანისმცემელ ქალს iphone წაართვა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალბატონი საყვარელ მომღერალთან ერთად მაიამის სანაპიროზე ფოტოს გადაღებას ცდილობდა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე პროკურორების მიერ თვითმხილველთა დაკითხვა მიმდინარეობს. შემთხვევა ერთ-ერთი ღამის კლუბის წინ, დილის 4 საათზე მოხდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კრის ბრაუნს სამართალდამცავებთან პრობლემები აქვს. მომღერალს 2009 წელს 5-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, მას შემდეგ, რაც მან თავის საყვარელს, მომღერალ რიანას სცემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები