1 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინი შერმადინი ამერიკის დასაპყრობად ემზადება

ჩამოტვირთვა

მართალია სიმღერა, რომელსაც ახლა ნინი შერმადინი მღერის ბიონსეს რეპერტუარიდანაა, თუმცა ძალიან მალე ,იგი ამ ნომრით ერთ -ერთი ყველაზე მოდური და ელიტური საზოგადოების წინაშე წარსდგება. 18 თებერვალს ქართველი მომღერალი , new york fashion week-ს სიმღერით გახსნის. წარმატებული იურმალასა და „იქს -ფაქტორ“-ის შემდეგ , ნინი შერმადინი ამერიკელი ელიტის წინაშე იმღერებს. New york fashion week- წარსადგენად რამდენიმე სიმღერა მიაქვს, პარარელურად სთხოვეს, რომ აფთერ ფართისთვისაც რამდენიმე სიმღერა ჩაეტანა თავისი რეპერტუარიდან. კვირეულის გახსნის დღისთვის ნაწარმოებებს, fashion week ორგანიზატორები შეურჩევენ . იცის რომ ეს მისთვის საუკეთესო შანსია, ამიტომ ყველა სიმღერას განსაკუთრებული ყურადღებით ამუშავებს. ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დამსწრე საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. New york fashion week -ი ერთ ერთი ყველაზე ელიტური ღონისძიებაა ამიტომ შანსი იმისა რომ ამ ფაქტმა კარიერაში ბევრი რამ შეცვალოს ,- ძალიან დიდია. აიტივი ნინის წარმატებებს უსურვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები