0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება...

ჩამოტვირთვა

ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება, ტკივილი, რომელიც თეონა ქუმსიაშვილის ახლობლებისა და ოჯახის წევრებისთის არასოდეს განელდება... 27 იანვარს თეონას 28 წელი შეუსრულდებოდა, ამ დღესთან დაკავშირებით პროფკავშირების კულტურის სახლში მის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მომღერლისა და პოეტის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დათო კენჭიაშვილი და მისი მეგობრები, ანსამბლი „გორდელა“, „ჩელა“ და თეონას ბევრი სხვა ახლობელი თუ თაყვანისმცემელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე თეო ქუმსიაშვილის წიგნის „მთის ბულბული“ პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც საკუთარი ხარჯებით მამა პეტრემ გამოსცა. შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ გზაზე მომავალი მანქანა, რომლითაც 10 ადამიანი მგზავრობდა, ადიდებულ მდინარეში გადავარდა, შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის თეონა ქუმსიაშვილი, 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად... თეონა ძალიან ლამაზ, სევდიან ლექსებს წერდა და თავადვე მღეროდა ფანდურის თანხლებით. თეონას სახით საქართველომ სამუდამოდ დაკარგა ხალხური სიმღერის ერთერთი საუკეთესო მთქმელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები