0 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„წლის ჩანგალი“ და „სისხლიანი მეგა“ - „მეგა“ 2011

ჩამოტვირთვა

25 ცხელი ნომინაცია - წლის აღმოჩენა, ვოკალი, ყველაზე პროდუქტიული მომღერალი, ყველაზე რეიტინგული თოქშოუ - მეგას სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები საზოგადოებისათვის უკვე კარგად ნაცნობ და უცნობ სახეებს გადაეცათ. რიგით მე-12 მეგა-დაჯილდოვებას, ღონისძიების ორგანიზატორთან, ბესიკ ჩუბინიძესთან ერთად, ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ნინი შერმადინი უძღვებოდა. წლის ვოკალის სტატუსი ნინი შერმადინს ხვდა წილად, საუკეთესო პროექტად ჯგუფი ქენდი დასახელდა, ყველა დროის საუკეთესო კომპოზიტორად - ნატო გელაშვილი. საუკეთესო საბავშვო სტუდიისთვის კი „ლურჯა ცხენები“ დააჯილდოვეს... წლის რეპერად „მასტერი„ დასახელდა. ღონისძიების მთავარ ინტრიგად ბესო ჩუბინიძემ ნომინაცია “წლის ჩანგალი“ შემოგვინახა. „სისხლიანი მეგა“, რომელიც სპეციალურად ამ ნომინაციისთვის შეიქმნა, გაგიკვირდებათ და, სექსოლოგსა და ამჟამად ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს გადაეცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები