1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები-აფერა თუ ჯანმრთელობის გარანტი?!

ჩამოტვირთვა

გადაარჩენს თუ არა სიცოცხლეს ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები?! ეს კითხვა 21–ე საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აღნიშნული საკითხით, ძირითადად, მომავალი დედები ინტერესდებიან, თუმცა ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი დღემდე არ არასებობს. ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შემნახველ ბანკს საქართველოში კომპანია „ჯეოქორდი“ წარმოადგენს. „ჯეოქორდში“ ფიქრობენ, რომ მშობლები, ჭიპლარის სისხლის შენახვით, შვილებს ერთგვარ ბიოლოგიურ დაზღვევას უქმნიან. ჭიპლარის სისხლი, ბავშვის დაბადების შემდეგ, ჭიპლარის ვენასა და პლაცენტაში რჩება. ეს სისხლი მდიდარია მუდმივი განახლებისათვის საჭირო ღეროვანი უჯრედებით. მეან–გინეკოლოგი, სოსო ღოღობერიძე, ფიქრობს, რომ ჭიპლარის სისხლში არსებულ ღეროვან უჯრედებს თვითგანახლების უნარის გარდა, შეუძლიათ ყველა ის უჯრედი და ქსოვილი წარმოქმნან, რომლისგანაც სხეული შედგება. ღორობერიძე იმასაც აცხადებს, რომ ფეხმძიმეების დიდი ნაწილი ამ მომსახურებით სარგებლობს. ღეროვანი უჯრედებით მდიდარი ჭიპლარის სისხლი გამოიყენება სიმსივნური და იმუნოდეფიციტური დაავადებების სამკურნალოდ. ჭიპლარის სისხლის გადანერგვა წარმოადგენს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვან ალტერნატივას. არამონათესავე პირების ბიოლოგიური თავსებადობის შანსი ძალიან დაბალია. შენახული ჭიპლარის სისხლი ზოგ შემთხვევაში დედმამიშვილის სამკურნალოდაც გამოიყენება. შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის ხელმძღვანელმა ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შესახებ არსებული რეალობა მთლიანად დაამსხვრია. ზაალ კოკაია, ფეისბუქზე, თავის ჩანაწერებში არნიშნავს: ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შენახვა არაა გამართლებული არც ეკონომიური და არც სამედიცინო თვალსაზრისით. იმის ალბათობა, რომ შენახული ღეროვანი უჯრედები, მომავალში, ჯანმრთელი ბავშვისათვის გამოსადეგი იქნება, ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ასევე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს მსოფლიოში და, მით უმეტეს, საქართველოში არ რსებობს ამ უჯრედების ხელოვნურად გამრავლების დასაბუთებული მეთოდი და ჰემატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ერთი ჭიპლარის სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები საკმარისია მხოლოდ 15 კილოგრამამდე წონის სხეულის სამკურნალოდ, ანუ მხოლოდ ბავშვისთვის. ამდენად, ზრდასრულ ადამიანს ერთი ჭიპლარიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები არ ყოფნის. რაც შეეხება საეჭვო რეპუტაციის მქონე კერძო კლინიკებს, ისინი მრავლადაა მთელს მსოფლიოში და სასურველია, მათ არ ვენდოთ, რადგანაც ისინი ყიდიან იმედს და სანაცვლოდ იძლევიან უკეთეს შემთხვევაში არაფერს, ხოლო უარეს შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას. დასვლეთის ქვეყნებში უფრო მიღებულია ჭიპლარის სისხლის დონაცია საზოგადოებრივი ბანკებისთვის, რომლებიც ღეროვან უჯრედებს უსასყიდლოდ ინახავს. საქართველოში ჭიპლარის სისხლის შესანახად, პირველ ჯერზე, 790 ევროს გადახდაა საჭირო. მომდევნო წლებში თანხის რაოდენობა იკლებს და 100 ევროს აღემატება. ორსული ქალბატონების ერთი ნაწილი სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვის სურვილის მიუხედავად, ამას ვერ ახერხებს, რადგან ფიქრობს, რომ სერვისი ძალიან ძვირია. რამდენად შედეგიანი იქნება, ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შენახვა, ამაზე დაზუსტებული პასუხი არ არსებობს. შესაძლოა, სერვისი, რომელიც ასე წარმატებით იკიდებს ფეხს, უბრალოდ, შემოსავლიანი სამედიცინო ბიზნესი იყოს და არა ბავშვის ჯანმრთელობის გარანტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები