1 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახის გასაჭირი

ჩამოტვირთვა

72 წლის ნაზიკო სელიმანიშვილმა მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, თუმცა, დღეს თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. მოხუცი თავისი ამბის მოყოლას ცრემლის გარეშე ვერ ახერხებს, მისი ტრაგედია შევარდნაძის მთავრობის დროს დაიწყო. ქალბატონი ნაზიკო ელექტროგამშვებ ქარხანაში მუშაობდა, ანაზღაურებაც ნორმალური ჰქონდა, შემდეგ გაათავისუფლეს, აფხაზეთის ომიც დაიწყო და მისი ერთადერთი შვილი სამშობლოს დასაცავად წავიდა. სწორედ აქ, ამ ვაგონში ცხოვრობს ჩვენი სიუჟეტის გმირი, თავის შვილთან ერთად. არც დენი აქვს, არც წყალი და არც სველი წერტილები. წყალი მეზობლისგან მოაქვთ, ზაფხულობით თბილისის ზღვაში ბანაობენ, ამბობს, რომ ზამთარში შხაპის მიღების საშუალება არ აქვთ. ოჯახი 110 ლარის ოდენობის პენსიასა და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებს. მოხუცი ყველას, ვისაც დახმარება შეუძლია, შველას სთხოვს. მოხუცი ამბობს, რომ მისმა შვილმა აფხაზეთის ომში როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ტრამვები მიიღო. დღეს ფსიქიკა შერყეული აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ კეთილი ხალხის დახმარებით, შვილის მდგომარეობიდან გამოყვანას შეძლებს. ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ოჯახის პრობლემათა გადაჭრის გზები მოიძებნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები