2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ქართველი მამაკაცები + სკანდალები = ?

ჩამოტვირთვა

სკანდალური საქციელითა და განცხადებებით პოპულარობის მოპოვება საქართველოში უკვე აღარავის უკვირს. არაერთი ქართველი ცნობილი ადამიანის მსგავსად, თამამი აღიარებები და სკანდალები გახლდათ ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძის წარმატების ერთ-ერთი მიზეზიც. 2 ქართული რეალითი შოუს მონაწილემ საზოგადოების გაოცება პირველად სიმართლის დროში მოახრეხა. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო, გიორგის მიერ კლეპტომანობის აღიარება, თუმცა როგორც აიტივისთან საუბრისას თავად განმარტა, კლეპტომანი სულაც არ არის და ეს ტყუილი გადაცემის ავტორების თხოვნით მოიგონა. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო და სულ ცოტა ხნის წინ ნაზღაიძე ახალ სკანდალში გაეხვა. მან მსახიობი ია ფარულავა სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და სასამართლოშიც უჩივლა. ახალგაზრდა მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც საკუთარი სახელი ლალი მოროშკინას დაუკავშირა. ქართული ბესტსელერების ავტორმა და ლაშა ჯუხარაშვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, თუმცა ფილმის გამოსვლამდე ერთობლივი წიგნის დაწერა და მისთვის ხმაურიანი რეკლამის გაკეთება მოასწრეს. თავად ჯუხარაშვილი თავს სკანდალურ პერსონად არ მიიჩნევს და ეს სტატუსი აღიზიანებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მისი დებიუტი სკანდალით შედგა. განსხვავებული იმიჯის მქონე მარკუს მეტრეველმა ქართული საზოგადოების ყურადღება გამოჩენისთანავე მარტივად მიიპყრო. არაქართული გარეგნობისა და ჩაცმის სტილის გამო მასზე ისედაც ჭორაობდნენ, მაგრამ მარკუსის ჩახლართული პირადი ცხოვრების გასაჯაროებამ მომღერალის პოპულარობა დიდი დოზით გაზარდა. ჩვენი სიუჟეტის გმირებად მამაკაცები შემთხვევით არ შეგვირჩევია. ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე არჩევანი იმიტომ შევაჩერეთ, რომ ქართულ საზოგადოებას სიშიშვლით გაპიარებული ქალბატონები ძველებურად აღარ უკვირს, სუსტი სქესის წარმომადგენელთა სითამამეს თვალი შეაჩვიეს და როგორც ჩანს ახლა მამაკაცების ჯერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები