1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ექიმებმა დელფინის კუჭიდან ფრენბურთის ბურთი ამოიღეს

ჩამოტვირთვა

ოპერაციის მიზეზი რომელიც ამ დელფინს ჩაუტარდა ფრენბურთის ბურთი გახდა. ზღვის პარკის მობინადრე დელფინს იანგ ბოს, რომელიც აქ ყველას უყვარს ვარჯიშის დროს შემთხვევით ბურთი ჩაეყლაპა. ჩინელი ტრენერები შეშინდნენ და ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა უნიკალური და ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ექსპერტები ამბობენ რომ მსგავსი ქირურგიული ჩარევა პრაქტიკაში არ ჰქონიათ. პროცედურას სამი საათი დასჭირდა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ექიმებს ბურთის ამოღებამდე მისი გახეთქვა მოუწიათ. ქირურგები ოპერაციას წარმატებულს უწოდებენ. იანგ ბოს კი ახლა სარეაბილიტაციო კურსი ელის, რის შემდეგადაც ვარსკვლავი კვლავ ძველ საქმიანობას დაუბრუნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები