1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არ გამოვრიცხავ, შევხვდე და ჩემი თვალით ვნახო მისი მდგომარეობა – ელისაშვილი სააკაშვილზე

„ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘ ᲐᲥᲐᲛᲓᲔ ᲐᲠ ᲛᲥᲝᲜᲘᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲐᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲠᲘᲪᲮᲐᲕ. ᲛᲔ ᲐᲠᲪ ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲘ ᲕᲐᲠ ᲓᲐ ᲐᲠᲪ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲠᲐᲛᲔᲔᲑᲘ ᲒᲐᲛᲔᲒᲔᲑᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ ᲛᲔ ᲛᲘᲜᲓᲐ, ᲩᲔᲛᲘ ᲨᲗᲐᲑᲔᲭᲓᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲛᲥᲝᲜᲓᲔᲡ ᲡᲐᲐᲙᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲔᲠᲗᲘ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ, ᲠᲐᲡᲐᲪ ᲛᲔ ᲛᲝᲕᲘᲗᲮᲝᲕ, ᲐᲮᲚᲐ ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲣᲤᲠᲝ ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲣᲚᲐᲓ, ᲐᲠᲘᲡ ᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲕᲘᲪᲝᲓᲔᲗ, ᲠᲐ ᲡᲭᲘᲠᲡ ᲠᲔᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲡᲐᲐᲙᲐᲨᲕᲘᲚᲡ. […] ᲙᲐᲢᲐᲡᲢᲠᲝᲤᲐ ᲘᲥᲜᲔᲑᲝᲓᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲗᲘᲗᲝᲔᲣᲚᲘ ᲩᲕᲔᲜᲒᲐᲜᲘᲡ ᲡᲘᲠᲪᲮᲕᲘᲚᲘ, ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ ᲒᲕᲐᲥᲕᲡ, ᲐᲠ ᲒᲕᲐᲥᲕᲡ ᲡᲐᲐᲙᲐᲨᲕᲘᲚᲗᲐᲜ, ᲐᲠ ᲐᲥᲕᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲑᲐ, ᲡᲐᲐᲙᲐᲨᲕᲘᲚᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲠᲘᲒᲨᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲓᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲡᲐᲞᲐᲢᲘᲛᲠᲝᲨᲘ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲙᲚᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲐᲛᲓᲔ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲘᲘᲧᲕᲐᲜᲝ. ᲔᲡ ᲐᲠ ᲛᲝᲛᲬᲝᲜᲓᲐ ᲛᲔ ᲡᲐᲐᲙᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲐᲠᲐᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲣᲠ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲨᲘ ᲰᲧᲐᲕᲓᲐ ᲞᲐᲢᲘᲛᲠᲔᲑᲘ, ᲦᲘᲠᲡᲔᲑᲐᲐᲧᲠᲘᲚᲘ, ᲮᲣᲗᲙᲐᲪᲘᲐᲜ ᲡᲐᲙᲐᲜᲨᲘ 40-60 ᲰᲧᲐᲕᲓᲐ ᲓᲐ ᲐᲛᲘᲢᲝᲛ ᲘᲧᲝ, ᲠᲝᲛ ᲛᲐᲨᲘᲜ ᲕᲣᲞᲘᲠᲘᲡᲞᲘᲠᲓᲔᲑᲝᲓᲘ“,

ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები