1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მარგარიტა სიმონიანი: სომხეთში ჩასვლა ამიკრძალეს

კრემლის პროპაგანდისტი, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს

ამის შესახებ სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს. ის ეხმიანება სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალეს რუსეთის დუმის დეპუტატს, კონსტანტინ ზატულინს:

„კონსტანტინე ზატულინს, რომელიც წლების განმავლობაში სომხეთის გამორჩეულ მხარდამჭერი იყო, სომხეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც. მშვენიერია, სხვა რა ვთქვა“, – წერს მარგარიტა სიმონიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები