0 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

EU რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას აჩერებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ რუსეთთან ვიზის გამარტივებაზე დადებული შეთანხმება შეჩერდეს.

“ვხედავთ საზღვრის კვეთის მნიშვნელოვან ზრდას რუსეთიდან მის მეზობელ ქვეყნებში. ეს უსაფრთხოების კუთხით რისკის შემცველი გახდა. ამიტომ, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შევთანხმდით სრულად შეჩერდეს ევროკავშირსა და რუსეთს შორის დადებული ვიზების გამარტივებაზე შეთანხმება”,-წერის ბორელი ტვიტერზე.

ბორელის ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ახალი ვიზების რიცხვს, ასევე გაახანგრძლივებს ვიზის მისაღებ დროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები