1 8 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვებს, არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში – ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს გაერო-ს ექსპერტი მოინახულებს.

როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამერიკელი ექსპერტის სურვილს ამავდროულად წარმოადგენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისვლა და სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი კადრების ნახვა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, თვის ბოლოს ცენტრ „ემპათიაში“, მარინა ჯიშკარიანთან შეიკრიბება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი და გარკვეულ რეზიუმეს გააკეთებს.

„მოგეხსენებათ, ჩამოსულია გაერო-ს ექსპერტი, გოლდსმიტი, რომელიც გვიან ღამით ჩამოფრინდა და ამ პერიოდში ჩაატარებს სააკაშვილის კვლევას. დანარჩენ ორ ექსპერტზე ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროდან ნებართვების მიღება. წესით, დღეს რაღაც პასუხი უნდა მოგვივიდეს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განცხადებით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას, არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და ხელს უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა სასჯელის მოხდაში.

„ეს არის ორი კითხვაა და მას აქვს დაახლოებით ასამდე ქვეკითხვა. ფსიქიატრს საკმაოდ ვრცელი მასალა აქვს ჩამოტანილი. გარკვეული სამუშაო მან უკვე ჩაატარა. ქალბატონ გიული ალასანიასა და მისი ოჯახის წევრებს გაესაუბრა დისტანციურად, საათობით კითხავდა ამ ხალხს, რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მხოლოდ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს ამ ყველაფრის რეზიუმეს. ჯამში, ასახავს ყველაფერს დასკვნაში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები