1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს საელჩო საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ მოხსნა პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები