1 3 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეჭვი მეპარება, რომ დასავლეთი დაადებს სანქციებს პირადად ივანიშვილს – ნოდია

“ᲐᲛᲐᲖᲔ ᲐᲓᲠᲔᲪ ᲓᲐᲛᲘᲬᲔᲠᲘᲐ ᲐᲥ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲖᲝᲒᲘ ᲠᲐᲛ ᲒᲐᲛᲔᲝᲠᲔᲑᲐᲡ ᲘᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲡ.

ᲔᲭᲕᲘ ᲛᲔᲞᲐᲠᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲗᲘ ᲓᲐᲐᲓᲔᲑᲡ ᲡᲐᲜᲥᲪᲘᲔᲑᲡ ᲞᲘᲠᲐᲓᲐᲓ ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲡ, ᲗᲣᲛᲪᲐ ᲓᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲕᲐᲠ, ᲠᲝᲛ ᲡᲐᲜᲥᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲘ ᲛᲐᲡᲐᲪ ᲒᲐᲣᲠᲗᲣᲚᲔᲑᲡ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲡ (ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲖᲔᲪ ᲑᲝᲚᲝ ᲓᲦᲔᲔᲑᲨᲘ ᲒᲐᲕᲘᲒᲔᲗ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲝᲐ ᲐᲛᲘᲗ ᲐᲘᲮᲡᲜᲔᲑᲝᲓᲔᲡ).

ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲗᲣᲜᲓᲐᲪ ᲛᲔᲨᲚᲔᲑᲝᲓᲔᲡ, ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲡᲮᲕᲐᲐ: ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲓᲔᲡ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ, ᲣᲜᲓᲐ ᲒᲕᲐᲮᲡᲝᲕᲓᲔᲡ, ᲠᲝᲛ ᲐᲠᲪ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲐᲠᲪ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲡ ᲐᲠ ᲨᲔᲪᲕᲚᲘᲡ. ᲛᲔᲪ ᲕᲤᲘᲥᲠᲝᲑ, ᲠᲝᲛ ᲝᲛᲨᲘ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲯᲔᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐ ᲑᲘᲫᲘᲜᲐᲡ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓᲛᲔ ᲓᲐᲐᲡᲣᲡᲢᲔᲑᲡ (ᲓᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲕᲐᲠ, ᲑᲘᲫᲘᲜᲐᲪ ᲐᲡᲔ ᲤᲘᲥᲠᲝᲑᲡ); ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲔᲡ ᲡᲐᲙᲛᲐᲠᲘᲡᲘ ᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲩᲐᲛᲝᲡᲐᲨᲚᲔᲚᲐᲓ.

ᲔᲡ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲘᲡ ᲫᲐᲚᲘᲡᲮᲛᲔᲕᲘᲗ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲛᲝᲮᲓᲔᲡ; ᲔᲡ ᲠᲗᲣᲚᲘᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘ. ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲚᲝᲓᲘᲜᲘ ᲛᲘᲖᲐᲜᲡ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲒᲕᲐᲨᲝᲠᲔᲑᲡ.

ᲑᲝᲓᲘᲨᲘ, ᲗᲣ ᲘᲛᲔᲓᲔᲑᲘ ᲒᲐᲒᲘᲪᲠᲣᲕᲔᲗ”

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები