0 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნუ ელოდება მიშა, რომ ილია ll დაეხმარება – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

“ნუ ელოდება მიშა, რომ ილია ll დაეხმარება, ის რუსეთის დირექტივებს ასრულებს” –  ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  ოჯახმა ილია მეორეს შეხვედრა რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ “პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოხერხდა”.

”ორი დღის წინ ღარიბაშვილი მიიღო ილია მეორემ და ესაუბრა, ფოტოც დადო ღარიბაშვილმა. დღეს სააკაშვილის ოჯახს შეხვედრაზე უარი უთხრა ჯანმრთელობის მომიზეზებით. ეს ილია მეორის ნაცადი ხერხია, ასე უპასუხა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის დეკემბერში ძმათა მკვლელი ომის დროს უარი, დახმარება და მისვლა რომ სთხოვა უზენაესი საბჭოს შენობაში.

ნუ ელოდება მიშა და მისი ოჯახი, რომ ილია მეორე თითს გაანძრევს მის დასახმარებლად. ილია მეორე ისევე ასრულებს რუსეთის დირექტივებს, როგორც ბორინკა ივანიშვილი. ასე რომ, დროა, ეს აღიარონ სააკაშვილებმაც და მთელმა ოპოზიციამ და ნუღარ ელაქუცებიან წითელ საპატრიარქოს.

მიხეილ სააკაშვილმა ისტორიისა და ერის წინაში უნდა აღიაროს თავისი დიდი დანაშაული და საბედისწერო შეცდომა წითელი საპატრიარქოს პოზიციების ფინანსურ-მატერიალური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური გაძლიერებისათვის, საბჭოთა პრორუსული საპატრიარქოს დემონტაჟის და ეკლესიის განახლების ნაცვლად, ის ამ ბნელი, ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი მონსტრის კულტივირებისა და განდიდებას ეწეოდა.” – განაცხადა დეკანოზმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები