0 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“ – იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე.

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მავნე ქმედებები მოკავშირეების და სხვა ქვეყნების წინაღმდეგ. ამასთან, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი უკვე გაუგზავნა.

“ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ რუსეთის წუხილი და ჩავერთოთ რეალურ დიალოგში, თუ როგორ გავაძლიეროთ და პატივი ვცეთ ევროპის უსაფრთხოების პრინციპებს, რასაც ყველამ მოვაწერეთ ხელი ჰელსინკის აქტიდან დაწყებული. ეს მოიცავს ყველა ქვეყნის უფლებას, თავად გადაწყვიტოს სამხედრო მოწყობა.

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მავნე ქმედებები მოკავშირეების და სხვა ქვეყნების წინაღმდეგ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე,”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები