1 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცვლილებები განპირობებულია იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ენმ და ქვეყანა დგას – მელია

ცვლილებები განპირობებულია იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ენმ და ქვეყანა დგას”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

”რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შემართული იყოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, გარკვეული, განსაზღვრული დროის შემდეგ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების განახლება, პოლიტიკურ პარტიაში გადანაცვლებები იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ქვეყნის და ამ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. რა თქმა უნდა, ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს “ნაციონალური მოძრაობა” და ქვეყანა დგას. პროცესი, რომელიც დღეს დავიწყეთ, გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – ამბობს ნიკა მელია.

ენმ-ში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება, მისი მოადგილის თანამდებობას კი აკაკი მინაშვილი დაიკავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები