0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ეს დანაშაული ჩემი ჩადენილია” – აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა

 

ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალდება აღიარა და განმარტა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს.

ის არ ეთანხმება ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში  და აცხადებს, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია.

“ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად”,- განაცხადა ჭელიძემ.

მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. კავილაძე უნდობლობა გამოუცხადა გამოძიებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა.

მისივე თქმით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ “მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა”.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები