0 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან!“ - ზაზა სარალიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერი გააკრიტიკა, მასზე ზეწოლა დაიწყო

სარალიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა, რომ ღარიბაშვილი კორონავირუსის პანდემიის ცუდად მართვის გამო გააკრიტიკა.

"დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით. ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ოჯახის ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები", - თქვა სარალიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები