0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მდგომარეობა არაა კატასტროფული, მაგრამ არის საყურადღებო – ხუნდაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

“მდგომარეობა არაა კატასტროფული, მაგრამ არის საყურადღებო “- ასე აფასებს, ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძე, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც ექიმები ”კრიტიკულად მწვავედ” აფასებენ.

“ამ წუთას მისი მდგომარეობა არაა კატასტროფული, მაგრამ არის საყურადღებო. მისი საყურადღებოობა შიმშილობის არშეწყვეტის შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალ ხარისხში შესაძლოა, ავიდეს და რისკები იზრდება. რისკების დაზღვევის მიზნით ჩვენ არცერთი მომსახურებისგან თავს არ შევიკავებთ, ეს იქნება ადგილზე მომსახურეობა, თუ საჭიროების შემთხვევაში მისი გადაყვანა” – ამბობს ხუნდაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე საათის წინ ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები