2 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ყველა მუნიციპალიტეტში, ოცივეში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია – ღარიბაშვილი

დღეს ჩამოვედით სამეგრელოში და ვხვდებით ჩვენს პარტიას, შტაბებს. მაქსიმალური მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართება მეორე ტურები, მოვიგოთ დამაჯერებლად და დიდი სხვაობით. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვებაა მთავარი მოტივაცია, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და გადავიდეს რეალურად განვითარებასა და პროგრესზე.

„ძალიან კარგი განწყობაა. აქ, მარტვილში, ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, ბატონი თორნიკე ჯანაშია, უწესიერესი კაცი, ძალიან კარგი კვალიფიკაციით, განათლებით, გამოცდილებით. და ვინ უპირისპირდება დღეს თორნიკე ჯანაშიას, სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის დაცვის უფროსი, თემურ ჯანაშია. საერთოდ გაუგებარია, რა უნდა საერთოდ ამ კაცს, რატომ მოდის მარტვილში, რა განზრახვით, რა მოტივაციით, რა გაუკეთებია საერთოდ მარტვილისთვის, იცნობს თუ არა საერთოდ მარტვილს და ამ დროს, მეორე მხარეს არის და მარტვილელებს ეყოლებათ თავისი ღირსეული წარმომადგენელი, ღირსეული მერი თორნიკე ჯანაშია, რომელიც მოემსახურება ჩვენს ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტს, მარტვილს და მარტვილელებს. ასე რომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებს თორნიკე ჯანაშია. ყველა მუნიციპალიტეტში, ოცივეში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და გადავიდეს რეალურად განვითარებასა და პროგრესზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები