1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

”სიტუაცია მძიმეა… 12 კილოზე მეტი აქვს დაკლებული” – ლიზა იასკომ სააკაშვილი მოინახულა

“სიტუაცია მძიმეა… 12 კილოზე მეტი აქვს დაკლებული” –  უკრაინის “რადას” დეპუტატმა, ლიზა იასკომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

“ვფიქრობ, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, უკვე მეორე კვირაა შიმშილობს და მას 12 კილოზე მეტი აქვს დაკლებული. მიშა ბრძოლისუნარიანია. მიშას აკვირდება და მხარს უჭერს მთელი მსოფლიო, უამრავი განცხადება მოდის ევროპარლამენტარებისგან და ისინი ძალიან შეწუხებულები არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მიშას ძალიან უყვარს თავის ქვეყანა და ახლა მთავარია რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, იბრძოლებს თუ არა იმისთვის რისიც სჯერა”,- თქვა ლიზა იასკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები