0 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეს არის ჭორიკანა, ენატლიკინა, კაცუნას განცხადება და სერიოზულ განმარტებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ – ბასილაია ღარიბაშვილზე

ეს არის ჭორიკანა, ენატლიკინა, ტუტუცი კაცუნას განცხადება და სერიოზულ განმარტებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ – აცხადებს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, რითაც ეხმაურება პრემიერ–მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ღია წერილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

"ეს არის ჭორიკანა, ენატლიკინა, ტუტუცი კაცუნას განცხადება და სერიოზულ განმარტებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. სამი-ოთხი დღის წინ მოგვევლინა, როგორც პოლიცმეისტერი ნიკანდროქირია, როცა მიშას დაკავება ივანიშვილს უპატაკა. წაუყენონ მიშას საზღვრის კვეთაზე ბრალდება, რატომ არ უყენებენ?! იმიტომ არ უყენებენ, რომ მერე სასამართლოს ჩანიშვნა მოუწევთ და ეშინიათ სააკაშვილის დარბაზში გამოჩენის. ეს არის სიმართლე! სიმართლე არის ის, რომ ხელისუფლება მხდალია", - თქვა ბასილაიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები