0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილი ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელია, იმის მიხედვით რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი. ის დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი. ის დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და მისი „ლაივჩართვები“ ამის დამადასტურებელია. იმისდა მიხედვით რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს,

სააკაშვილის, ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებები გუშინაც თუ ნახეთ, ელემენტარულია, ნებისმიერი დამწყები პოლიციელი ამოიცნობს, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. არ არის საინტერესო ეს ნარკომანი და არასერიოზული კაცი რას იტყვის, ვის მიმართავს და ვის გაუგზავნის პროპაგანდისტულ გზავნილებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, ის აქ ვერ ჩამოვა და თუ ჩამოვა, შევა პირდაპირ ციხეში. ამ პროცესს წინ ვერავინ აღუდგება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები