1 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჯიმ რიში - მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებაზე აჩენს კითხვებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად“, - აცხადებს რიში.

„ამერიკის ხმასთან“ ჯიმ რიში ასევე საუბრობს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვის აუცილებლობაზე და აცხადებს, რომ ორივე პარტიამ უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს.

„ორივე პარტიამ უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მათ შორის 2 ოქტომბერს, სუფთა და სამათლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით“, - აცხადებს სენატორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები