1 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - მთავრობის უნდობლობის საკითხის დაყენება აბსოლუტური აბსურდია, მთავრობას უმრავლესობის ნდობა გააჩნია

მთავრობის უნდობლობის საკითხის დაყენება აბსოლუტური აბსურდია - მთავრობას უნდობლობას უმრავლესობა უცხადებს, ხოლო მოქმედ მთავრობას უმრავლესობის ნდობა გააჩნია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნასთან არაფერ კავშირშია, რადგან დიდი ხანია ოპოზიციას არა თუ ღარიბაშვილის გადადგომა, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა სურს.

„ოპოზიცია ნებისმიერ მიზეზს იყენებს, რათა აჯანჯღაროს მთავრობა თუ პარლამენტი. ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობისგან გამიჯვა, 19 აპრილის შეთანხების დარღვევა იქნება. რაც შეეხება სხვადასხვა საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას, იქნება ეს უნდობლობის პროცედურა თუ სხვა, ეს მათი უფლებაა“, - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები