1 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას…“ – ბადრი ჯაფარიძე

„ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია ხე­ლოვ­ნუ­რად არის შე­მოყ­ვა­ნი­ლი პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­თა­მა­შედ, რო­მე­ლიც მის კრი­ტი­კა­საც ვერ ბე­დავს.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მას ე.წ. მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლი პი­რა­დად გა­დას­ცა.

„ჩვენ რომ გვყავ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა, რა თქმა უნდა, და­ად­გენ­და, ვისი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბია ამ წე­რილ­ზე. სა­ბო­ლო­ოდ ხომ გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სი­მარ­თლე იცო­დეს. სი­მარ­თლე არის ერთი, ეს მუ­ქა­რის წე­რი­ლი იყო მის­გან ჩემ­ზე პი­რა­დად გად­მო­ცე­მუ­ლი. მას უნდა ეყოს გამ­ბე­და­ო­ბა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრას. ჩემი აზ­რით, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი მისი მხრი­დან“, – გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლოა თუ არა, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გზე­ბი სა­მო­მავ­ლოდ გა­და­იკ­ვე­თოს და პარტნი­ო­რე­ბიც გახ­დნენ, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ „მა­ტყუ­ა­რა პარტნი­ო­რი ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია“.

„სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ მა­ტყუ­ა­რა პარტნი­ო­რი მყავ­დეს. პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა სი­მარ­თლე თქვას. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ო­რი გყავ­დეთ, რომ­ლის­გა­ნაც სულ ტყუ­ილს ელო­დე­ბით. თუ ნდო­ბა არ არ­სე­ბობს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ მხა­რეს­თან იპარტნი­ო­რო. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ტყუ­ილს ვხე­დავ მისი მხრი­დან, თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ ის გულ­წრფე­ლად იტყვის, რა­ტომ გად­მოგ­ვცა ეს წე­რი­ლი, რო­მე­ლიც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რა­ტომ გა­ა­ჩე­რა ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი… მან პი­რა­დად მომ­ცა წე­რი­ლი, ამას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ გამ­ბე­და­ო­ბა აკ­ლია თქვას, და­ვუშ­ვი შეც­დო­მა და ეს გა­ა­კე­თა, მაგ­რამ უნდა თქვას, ვინ და­ა­ვა­ლა ამ წე­რი­ლის გად­მო­ცე­მა“, – გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მან ასე­ვე ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა და­ა­ზი­ა­ნა.

„გა­ხა­რი­ას არ რცხვე­ნია იმის, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბით ამ­ხე­ლა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქვე­ყა­ნას. უკვე რამ­დე­ნი დრო გა­ვი­და, წელს პრო­ექ­ტის გა­ჩე­რე­ბი­დან 2 წელი შეს­რულ­დე­ბა, რამ­ხე­ლა ზი­ა­ნი მი­ი­ღო ქვე­ყა­ნამ. ჩემი აზ­რით, ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის პრე­ტენ­ზია აქვს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ცდა უნდა ჰქონ­დეთ. სწო­რედ იმის გამო, მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, ხელი შეგ­ვშლო­და ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ჩვენ ამას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით და თან პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­კუ­რა­ტუ­რა დაგ­ვდევ­და და სა­სა­მარ­ლო­ებ­ზე დაგ­ვა­ტა­რებ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­მა­ლე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და“, -გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

„ლე­ლოს“ ლი­დე­რის თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ თურ­მე ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცია იყო.

„მარ­ტი­დან აყ­ვავ­და კო­რუფ­ცია და თე­ბერ­ვლამ­დე, როცა ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო, მა­ნამ­დე კო­რუფ­ცია არ იყო? თუ რო­გორ არის, კო­რუფ­ცია იყო და თვალს ხუ­ჭავ­და, არა­ფერს აკე­თებ­და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის­თვის?!“,-გან­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები