0 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მელია თუ წამოვა „ნაცმოძრაობიდან“, ძალიან მაგარი იქნება, შევცვლით პოლიტიკურ პროცესს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა:

„ნაციონალური მოძრაობა“ გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. არაერთხელ ვყავარ გადაგდებული, არაერთხელ ჰყავს სხვა ოპოზიციონერი პარტნიორები.

„ნაცმოძრაობის“ ორკვირიანი დომხალი, რაც ოპოზიციაში მოაწყო, ეს ჩემი აზრით, კიდევ ერთი მაგალითი იყო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ცოტა პოლიტიკოსი დარჩათ და ისევ იგივეს დაუბრუნდნენ, ყოველთვის უნდათ აზრზე მონოპოლია. პირველ ღამეს შეცდომა დაუშვეს, ვერ გაიაზრეს ეს პროცესი ფართო ჭრილში, დაიწყეს თავდასხმები ამ შეთანხმებაზე, ოღონდ თვითონაც იციან, რომ მაგარი შეთანხმება არის, განა არ იციან, უბრალოდ თავდასხმები ამაზე დაიწყეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები