1 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეის ნიკა მელია მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. 

რომელ საათზე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია.

მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა გუშინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები