0 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ეს ერთი და სხვა მრავალი. ეს ქვეყანა დახუნძლულია პოლიტიკური პატიმრებით” – ნიკა გვარამია გიორგი რურუას ციხესთან დახვდა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია გიორგი რურუას გლდანის ციხესთან დახვდა. მისი თქმით, საქართველო პოლიტიკური პატიმრებით და დევნილებით დახუნძლულია. 

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს ერთი და სხვა მრავალი. ეს ქვეყანა დახუნძლულია პოლიტიკური პატიმრებით, პოლიტიკური დევნილებით… მუდმივად, ამ პერიოდის განმავლობაში, არ მტოვებდა იმის განცდა, რომ გიორგი მათ შორის, და პირველ რიგში, იმის გამო იყო ციხეში, რომ ჩვენს მიერ დაფუძნებული არხის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო, ამიტომ ეს ძალიან დიდი სიმძიმე ჩვენ ყველას მოგვეხსნა. და რაც მთავარია, მოგვეხსნა ამ ძალიან დიდი სიხარულის ფორმით, რასაც მისი შეწყალება ერქვა. მე არ გავაკეთებ კომენტარს შექმნილ კონტექსტთან დაკავშირებით. ამ სასიხარულო წუთებში ამას არ გავაკეთებ ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მაშინ ცუდიც უნდა ვთქვა, მაგრამ რითიც დავიწყე იმით დავასრულებ – ვულოცავ გიორგის და ძალიან მალე მიმელოცოს ყველა იმ ადამიანისთვის და პოლიტპატიმრისთვის, ვისითაც სავსეა საქართველოს ციხეები. პირველ რიგში და უმთავრესად ნიკა მელიას ვგულისხმობ და ასევე ყველა იმას. ვისაც ჯერ კიდევ ელოდება ეს პატიმრობა და ასევე ყველა იმას, ვინც ქვეყანაში ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ ელოდება ეს პატიმრობა… ყველას, ყველას, ყველას. თუ მართლა გვინდა რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება გადავფურცლოთ და მართლა კრიზისები განიმუხტოს, უნდა მოხდეს სწორედ ეს. გიორგის ვულოცავ. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაფერი კარგად იქნება, – ამბობს ნიკა გვარამია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები