0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ამირან გამყრელიძე სკოლებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საჯარო სკოლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიმართა.

გამყრელიძემ საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციების საყურადღებოდ განაცხადა, რომ მათ მკაცრად უნდა დაიცვან კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფიცირების შემთხვევები.

„ამ ეტაპზე, სკოლებში 8%-ს არ აღემატება ინფიცირების შემთხვევები. რა თქმა უნდა, მათ მკაცრად უნდა დაიცვან ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებობს, რადგან უფრო მეტად არ გავრცელდეს ვირუსი. ამ ეტაპზე სკოლებთან მიმართებაში სხვა დამატებით შეზღუდვებს არ ვგეგმავთ, რადგან არ არის საგანგაშო მდგომარეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: edu.aris.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები