0 9 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნათია თურნავა - ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, “ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს“.

ასე ეხმაურება თურნავა 2021 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას, რომელიც დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში ჩვენ გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა - დაახლოებით 31%-ით...

ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით - საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის", -განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები