1 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,სპეციალურად გამოიყვანეს მაშინ გორბაჩოვი და პოზნერი, რათა ჰიბრიდულ ომში დაეჯერებინათ დასავლეთი, რომ საქართველოს ბრალი იყო ყველაფერი.. მაშინ მე გავეცი პასუხი გორბაჩოვს, გუშინ ქართულმა ახალგაზრდობამ გასცა პასუხი პოზნერს" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  საქართველოში პოზნერის ჩამოსვლას ეხმაურება.

 

"ზუსტად იგივე რაღაცეები იძახა არაერთხელ, თქვა პოზნერმა 2008 წლის აგვისტოში რასაც იძახოდა გორბაჩოვი - ის ავრცელებდა კრემლის პროპაგანდას 2000 დაღუპულზე და პირდაპირ იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიაში. ეს არის ის პასუხი, რომელიც მე გავეცი გორბაჩოვს, რომელიც იგივეს ამბობდა მაშინდელ CNN-ის პირდაპირ ეთერში. გორბაჩოვის ტყუილების მერე ჩამრთეს ეთერში. მე მაშინ შევძელი მხოლოდ გორბაჩოვისთვის გამეცა პასუხი პირდაპირ ეთერში და სულ სამარცხვინო და თავისმომჭერელი ვეძახე. სპეციალურად გამოიყვანეს მაშინ გორბაჩოვი და პოზნერი, როგორც ის რუსები, ვისაც ჯერ კიდევ დასავლეთში რაღაც ავტორიტეტი ჰქონდა, რათა ჰიბრიდულ ომში დაეჯერებინათ დასავლეთი, რომ საქართველოს ბრალი იყო ყველაფერი. ეს ხალხი გაჭირვების ტალკვესია პუტინის - ყველა ასეთ მომენტში. მაშინ მე გავეცი პასუხი გორბაჩოვს, გუშინ ქართულმა ახალგაზრდობამ გასცა პასუხი, უკვე პოზნერის მრავალი წლის შემდეგ,"- წერს სააკაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები