1 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ახლა საქმე კარგად არ მიდის, მაშინებს საქართველოს მომავალი – სენატორი რიში

სენატორი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ახლა საქმე კარგად არ არის”.

“კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია. როგორც იცით, მე და სენატორი შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია”,– ამბობს რიში.

მისი აზრით, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.

“კიდევ ერთხელ, როგორც ჯინმა აღნიშნა, ეს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს. მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. ორივე მხარე საჭიროა”,– თქვა მან. სენატორი აღნიშნავს, რომ თუ კომპრომისი არ შედგება, საქართველოს მომავალი აშინებს. მისი თქმით, თავიანთი გზავნილების გასათვალისწინებლად შეიძლება გამოიყენონ დახმარების პირობითობის დაწესება და შემდეგ ის უბრალოდ შეწყვიტონ.

“ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდოთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება.

პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს”,– განაცხადა ჯიმ რიშმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები