1 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხელისუფლებამ უნდა დათმოს, სიტყვაზე, პოლიტპატიმრების, ხოლო ოპოზიციამ - ვადამდელი არჩევნების საკითხში - იაგო ხვიჩია

"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დიალოგის პროცესში შედეგის მისაღწევად, დათმობისთვის მზად მოლაპარაკების ორივე მხარე უნდა იყოს. 

მისი შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტპატიმრების, ხოლო ოპოზიციამ - ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხში შეიძლება დათმონ პოზიციები.

"ჩემი აზრით, ამ მოლაპარაკებაზე არ უნდა ვიყოთ სასწაულის იმედად, ისე, როგორც წინა მოლაპარაკებაზე. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს უნდა გვინდოდეს შეთანხმება, თუ არ გვინდა, ამას ჩვენ გარეშე ვერავინ მიაღწევს.

თუ გვინდა, რომ პერსპექტივა ჰქონდეს მოლაპარაკებას, ყველა მხარე უნდა იყოს მზად რაღაცა ტიპის დათმობისთვის - ხელისუფლება იმაზე, რომ, სიტყვაზე, პოლიტპატიმრების საკითხში დათმობები გააკეთოს, ხოლო ოპოზიცია იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხში გააკეთოს დათმობები. ეს არ იქნება საბოლოო შედეგის მიღწევის წინაპირობა, მაგრამ ნაბიჯს გადაგვადგმევინებს და სივრცეებს გააჩენს მოლაპარაკებისთვის,"-აცხადებს იაგო ხვიჩია. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხვალ განახლდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი, რომელსაც პროცესში მედიატორის როლი აკისრია, უკვე თბილისში იმყოფება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები