0 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მედიასა და მართლმსაჯულებაზე ოლიგარქიული გავლენა იზრდება – სენატორი რიში

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” აკისრია, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ  რიშმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.

სენატორის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, მედიაზე, მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ოლიგარქიულ გავლენას ზრდის.

“პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და გადალახონ არსებული უთანხმოებები“, – ამბობს რიში.

ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას, განაგრძონ მოლაპარაკებები. “მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ რეფორმებზე, რაც გააუმჯობესებს საქართველოს მომავალს” – ამბობს რიში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები