2 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩვენ არ ვიქნებით სამინისტრო, რომელიც უბრალოდ ფულს იხდის და შემდეგ არ აინტერესებს თუ რაში იხარჯება ის - წულუკიანი

ჩვენ არ ვიქნებით სამინისტრო, რომელიც უბრალოდ ფულს იხდის და შემდეგ არ აინტერესებს თუ რაში იხარჯება ის - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

"სამინისტრო, რომელიც სპორტულ ფედერაციებს აძლევს ფულს ვალდებულია, რომ გააცხადოს მისი ხედვა. ჩვენი ხედვა იქნება ის, რომ ფედერაციებს დაფინანსების საკითხების გადაწყვეტისას მივცემთ რჩევებს. მაგალითად, ფედერაციებში აუცილებელი გახდება, რომ ანტიკორუფციული მექანიზმები დაინერგოს. ამხელა თანხების გამოყენებისას სამინისტროს, მთავრობას ანუ ხალხს... იმ ორგანიზაციაში, სადაც ბევრი ფული იყრის თავს, აუცილებელია, იყოს ანტიკორუფციული მექანიზმი. ჩვენ არ ვიქნებით სამინისტრო, რომელიც უბრალოდ ფულს იხდის და შემდეგ არ აინტერესებს თუ რაში იხარჯება ის", - ამბობს წულუკიანი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები