0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ელისაშვილი ლევან დავითაშვილს - მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი და გერმანიის ბაღ-ბოსტნებსა და აყნებში მუშაობის მიზნით განაცხადი 2 დღეში 100 ათას კაცს შეევსო, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი

დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა, რომელსაც “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

"არმიაში ასეთი წესი იყო, თუკი სარდლები ბრძოლას წააგებდნენ და ეს მათი დაშვებული შეცდომის ბრალი იყო, თავს იკლავდნენ ხოლმე - მე რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ვყოფილიყავი, გერმანიას გამოეცხადებინა, ვისაც ჩვენს ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობა გინდათ, აგერ განცხადება შეავსეთო და ორ დღეში 100 ათას კაცს შეევსო, ალბათ, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი,"- განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოში 30 წელია არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ არ არსებობს სოფლის მეურნეობა.

“განყენებული ციფრები და სტატისტიკა არ მაინტერესებს. ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და მთავარი სტატისტიკა არის ის, როცა მაღაზიაში შევდივარ და მაქვს ასეთი არჩევანი: - ხახვი და ნიორი - თურქეთიდან, მანდარინი და ფორთოხალი საბერძნეთიდან, ხორცი - ბრაზილიიდან და ინდოეთიდან. რომელ სოფლის მეურნეობაზე ვლაპარაკობთ?! აქა-იქ თუ იპოვი რაღაცას ქართულს“, - მიმართა დავითაშვილსალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწების 69%, მილიონ ჰექტრაზე მეტი არის სასოფლო-სამერნეობის დანიშნულების მიწა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, “სინამდვილეში ეს არის კორუმპირებული გამგებლების ხელში ჩავარდნილი მიწა, რომელსაც ძიძგნიან და საკუთარ მამიდაშვილ-ბიძაშვილებს აძლევენ“.

“რატომ არის, რომ 30 წელია ისევ საბჭოთა კავშირი გვაქვს?!“, - განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები