1 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს ვაქცინით საჯაროდ აიცრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამასთანავე ზურაბიშვილი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინა 1 143-მა ადამიანმა გაიკეთა, ამასთან, პორტალზე დარეგისტრირდა 4 456 მედპერსონალი.  საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალის აცრა, ამის მერე კი, ვაქცინას 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს გაუკეთებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები