0 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ანაკლიის პორტისთვის უახლოეს მომავალში ახალი ინვესტორის შერჩევას დავიწყებთ – პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტისთვის უახლოეს მომავალში ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება.

მისი მტკიცებით, ამ პორტს ხელისუფლების მხრიდან “ყოველთვის უპრეცენდენტო მხარდაჭერა ჰქონდა”.

“მთავრობას ყოველთვის უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა გამოხატული ანაკლიის პროექტის მიმართ. ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მეხრე მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი.

უახლოეს მომავალში დავიწყებთ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისის სატენდერო სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს შესაბამის პროცედურებს. რაც, ასევე, მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევაში”, — განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები