0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი ღარიბაშვილს საერთოდ არ იცნობენ, კალაძე არ დაასახელებდა, რადგან თავად უნდა პრემიერობა – ერთადერთი, ვისაც შეეძლო, გადაწყვეტილება მიეღო, ივანიშვილია“

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ერთადერთი, ვისაც პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება შეეძლო ბიძინა ივანიშვილია, რადგან დღეს “ქართული ოცნების” ლიდერთა რიგებში მას არ იცნობენ.

როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილს არც კახა კალაძე დაასახელებდა, რადგან მას თავად უნდა პრემიერობა. ბიძინა ივანიშვილს კი კალაძის პრემიერობა არ სურს, რადგან ბოლომდე არ ენდობა.

“ვერავინ მიიღებდა ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ გადაწყვეტილებას. ერთი წუთით რომ დავუშვათ, რომ ჰქონოდათ ამის უფლებამოსილება, ღარიბაშვილს არ დაასახელებდნენ, იმიტომ რომ იქ მყოფთაგან ღარიბაშვილის მიმართ არავის შეიძლება ჰქონდეს რაიმე ბმა. ღარიბაშვილი იყო სათავეში, როცა ჩვენ ამ პარტიას ვქმნიდით. მე მას ბევრი ხანია ვიცნობ და ვიყავით თანამებრძოლები, მაგრამ არც კობახიძე, არც მდინარაძე, იქ ვინც იდგა, არც პაპუაშვილი და სხვები ირაკლი ღარიბაშვილს საერთოდ არ იცნობენ. კახა კალაძე პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილს არ დაასახელებდა, რადგან მას თავად უნდა პრემიერობა. ამიტომ არ დაასახელებდა. ვის შეეძლო ეს გადაწყვეტილება მიეღო? ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. რატომ შეიძლებოდა მიეღო? – ვის მიმართაც ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე ლოიალურია, ეს არის პარტიის ყოფილი ლიდერი, იცის ივანიშვილმა, რომ ღარიბაშვილი მისთვის სიურპრიზების მოწყობი არაა. კობახიძე ჩერჩეტია, ესეთი ჩერჩეტიც არ უნდა პრემიერად. მაგდენიც ესმის, რომ კობახიძის პრემიერად დასახელება არ შეიძლება. რაც შეეხება კალაძის პრემიერობას, მას ბოლომდე არ ენდობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები